„გაზაფხულის ზეიმი“!
1ტოტზე კვირტმა თვალი ჭყიტა, სხვა ჩიტებიც
აქ მოფრინდნენ
ყველა კვირტებს უთხრა:- ჭიტა! და ყვავილებს
დაჰხარიან,
დაინახა ჩიტმა-გვრიტმა, ზეიმი აქვთ, ერთმანეთი
სიხარულით აჭიკჭიკდა. არ უნახავთ რახან
2. მზეს ესალმება
მთა-ბარი, გაშლილან
იასამნები
ტკბილად გალობენ ჩიტები, ალუბლები და ტიტები,
ბუნებამ გამოიღვიძა მამულო,საგაზაფხულოდ
და თვალს ახელან
კვირტები. ჰო,
რა საყვარლად ირთვები !
3. .თოვლის თეთრი ყაბალახი საყანეში გაჩნდა ხნული,
მოიხადეს მთებმა, ბაღში
ტირის ვაზი.
მინდორ-ველი აბალახდა, შემობრძანდა გაზაფხული
მიწა მზეზე თბება. კეკლუცი
და ნაზი.
გაიხარა
ყველას გულმა
ფრინველების
ხმაზე,
მოგვიტანა
გაზაფხულმა
მზე
და სილამაზე.
4. _რად ტრიალებთ სცენაზე ენძელავ და მერცხალო?
_ძველი დეკორაცია ახლით უნდა შევცვალო!
_აქ მზე უნდა დავკიდო;
_აქ კი მწვანე ტოტი;
_აქ გავფინოთ ხალიჩა, ზედ რომ წყარო მოხტის;
_ყვავილებით მოვკაზმავთ წყაროს პირს და ბექობს;
_მერე ბავშვებს მოვიხმობთ საზეიმო სჭექონ;
_უკვე მოვრჩით ყველაფერს, წასულია ზამთარი,
გაზაფხულო ,მობრძანდი, შენთვის სცენა მზად არის!
5.
მიიწურა
ეს ზამთარი, თოვლი დადნა აორთქლდა
და იები ბუჩქის ძირას გამოჩნდა.
ენძელები მიესალმნენ, მორცხვად თავი დახარეს,
მათ ერთმანეთს გაზაფხული ახარეს.
ნაკადულმაც
გაიღვიძა, თავქვე გარბის ანკარა,
მის გარშემო ყინულები დამდნარა,
ბუნაგიდან გამობრძანდა ძილისგუდა დათუნა,
გაუკვირდა ო, ეს რა დრო გასულა!
მისამღერი
ბრიალებს ცხრათვალა მზე, ველ-მინდვრებს ევლება თავს,
ახმაურდა ირგვლივ ყოველი, თითქის რაღაც ახალს მოველით.
უსტვენენ შოშიები, მერცხალიც მოფრენილა,
ირგვლივ დიდი სიხარულია, რადგან უკვე გაზაფხულია!
(ცეკვა)
6. სულ პირველად გაზაფხული მოგვილოცეს ენძელებმა,
მობრძანდითო, ყოჩივარდებს არ დასჭირდათ შეხსენება.
მთაში, ბარში კვირტუნების კისკისი დს შრიალია;
_გაზაფხულდა, გაზაფხულდა!_ მზეს შეჰხარის ია-ია;
ჰა, მერცხლებმა ცა ლაჟვარდი ფრთებით ლაღად გადახაზეს,
გაიხარეს საქართველოს მთა-სერების დანახვაზე.
7. მოფრინდა მერცხალი, ჭიკჭიკებს მერცხალი,
მერცხალო, დალოცე, ეს მიწა, ეს წყალი!
დალოცე ყვავილი ატმის და ალუჩის,
ეს მთები დალოცე, დალოცე ცა ლურჯი!
შენ გელის ეს მიწა, გელიან ეს მთები,
კვლავ მრავალ, კვლავ მრავალ
გაზაფხულს შეხვდები!
სიმღერა
ისევ ჩემთან მოფრინდი, შენიბუდე აქ არის,
მოდი, მითხარ თუ როგორ, გაატარე ზამთარი.
თითსაც ვერ
დაგაკარებს, ვერც ფისო, ვერც ფინია,
ახლოს მოდი, ძვირფასო, ჩემი ნუ გეშინია.
ოღონდ, კუდმაკრატელავ, გულნატკენს ნუ დსმტოვებ,
დედოფალას ქუდს ვკერავ, მაკრატელი მათხოვე.
8. მთა- ბარი გადმოვიფრინე, მოვაშურე მშობელ მხარეს,
მოვფრინდი და ავჭიკჭიკდი, გაზაფხული მოგახარეთ.
ახლა სხვა ჩიტებიც მოვლენ, შევიყრებით ერთად მალე,
ჩვენი სტვენა და სიმღერა გააყრუებს არე-მარეს.
9. ჩამოგვითბა, მაღალ მთაზე მზე ჩახჩახებს თვალბრიალა
და ზამთარი თავქვე გარბის თავის ლეიბ-საბნიანად;
გაზაფხულის მობრძანებას ვინც კი იყო დანატრული,
ყველა ჩვენსკენ მოიმღერის ჩიტი, მზე და ნაკადული.
10. მზის სიმღერა
აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ, ჩემმა მზემ, რომ თავად მზე
ვარ,
მოვედი და ჩემს მზეს ვფიცავ, მშვენიერმა დედამიწამ,
თვალი გაახილა...
რირაო რირაო რერა.............................................................
გარეთ მე ვარ, შინაც მე ვარ, იმიტომ, რომ მზე ვარ, მზე
ვარ,
ამოვალ და ჩემს მზეს ვფიცავ, თვალს ჩავუკრავ ვისაც მინდა,
თვალს ჩავუკრავ ვისაც მინდა...
რირაო, რორაო, რერა.......................................................................
11. ენძელას
და იას სიმღერა
(ენძელა)
გახაფხულდა, მზის სხივებსაც ძალა მიეცათ,
თოვლი სულ მთლად ააორთქლა და დაადნო,
მეც გამოვჩნდი თეთრი კაბით ყელმოღერილი,
გაზაფხულმა ძალა მომცა, მზემ გამათბო,
(ია
12.)გაიღვიძებს ია და აენთება სოსანი
ბუჩქის ძირას ლურჯი თვალი მეც გავახილე,
გამეხარდა, რომ მობრძანდა გაზაფხული,
დიდებსაც და პატარებსაც, ვინც დამინახა,
მოვუტანე დიდზე დიდი სიხარული.
(ერთად)
ორივემ გაზაფხული გახარეთ,
ჩვენ თურმე გვეძახიან დაქალებს, .
მოვალთ, მოგვაქვს სიყვარული და სიხარული,
გაგვიღიმებს გაზაფხულის ბრწყინვალე მზე,
ჩვენი ნაზი ყვავილებით, ნაზი სურნელით,
გაზაფხულის მობრძანებას ვალამაზებთ,
გაზაფხულის მობრძანებას ვა-ლა-მა-ზებთ.
(ცეკვა)
13.გაუხარეთ დედას გული, თუ ხართ კარგი შვილები,
მიულოცეთ გაზაფხული, დაუკრიფეთ იები!
14. ამ გულს, ჩემო დედა, მეტი რაღა უნდა:
ბედნიერი მყავდე, მუდამ, მუდამ, მუდამ!
შენთვის მინდა ვარდი, შენთვის მინდა ია,
შენი შვილი მქვია, ვეყნის შვილიც მქვია!
მზემაც შენი თვალით ციდან გადმომხედა,
გაზაფხულის ზეიმს მოგილოცავ, დედა!
15 ია
გაზაფხულდა, გაიშალა ია
თქვა: რაოდენ დიდხანს დიდხანს მძინებია
მომენატრე ამობრწყინდი მზეო,
სხივნათელი გამითენე დღეო.
თუ ხანდახან დამაბრკურებ წვიმას
მომიგზავნი
მონავარდე ნიავს,
გავიზრდები
პაწაწინა ია,
დავამშვენებ
ჩემს ქვეყანას მზიანს.
16 ,რა ყვავილს ვგავარ თუ იცით
კარგად შემხედეთ აბა
ცისფერი ქუდი მახურავს
მაცვია ლურჯი კაბა.
ბაღში ვარ ხელით მატარებს ჩემი მებაღე ძია
თავზე პეპელა მაზის და
იცით? მე ია მქვია.
17 რას ინატრებ
იავ რასა?
წვიმის ხმასა წკრიალასა
რომ
საქართველოს იალაღსა
18
19. აი, ია, აი, ია, რა ლამაზი ყვავილია,
მინდორშიაც, ბაღჩაშიაც, ჩემს წიგნშიაც ყვავის ია!
სადაც თვალითშემიხედავს, სადაც ფეხით გამივლია,
ყველგან ვნახე და ყველგან ვთქვი: -აი,ია; აი, ია!
ია, თურმე, დედის ცრემლზე ამოსული ყვავილია!
20. ნახეთ რა
ლამაზია საქართველოს ცა,
მასზე ხოხბის ფერების საოცარი ცვლა,
ო, რა დიდებულია თვალჩახჩახა მზე-
ჩვენს ბაღ-ვენახს ღიმილით რომ დაჰყურებს ზედ;
ეს ზეცა და ვერცხლისფრად მოელვარე მთა,
ო, რა ჯადოსნურია საქართველო მთლად!
21. სიმღერა(ჯადოსნურ ქალაქში)
ჩემი მწვანე ოცნება ცისკენ გაფრინდა,
ალუბლების ქუჩაზე ისევ გაწვიმდა;
ზოოპარკის დარაჯი ბუშტებს აფრენდა,
ყვავილებით ვაჭრობდა ციცინათელა.
ჯადოსნურ ქალაქში მივფრინავ,
ჯა-დოს-ნურ ქა-ლაქ-ში.
ფისოს ცუგო მეგობრად აურჩევია,
ფუტკარს თაფლი დათვისთვის მიურთმევია;
სპილო საქანელაზე ლაღად ქანაობს,
მელაკუდა ბატებთან წყალში ბანაობს.
ჯადოსნურ ქალაქში მივფრინავ,
ჯა-დოს-ნურ ქა-ლაქ-ში....
22.
იას გაუცვდა სამოსი, ენძელამ ჩაიყოლია,
მაისის დილის მზის სხივი ვარდებში ჩამოქსოვილა,
გალობს და გალობს ბულბული სამშობლოს სიყვარულითა,
ცა იცრემლება საამოდ უზომო სიხარულითა.
გარშემო ურბენს
ნიავი წელში გამართულ ყანასა,
ხან ააღელვებს ზღვასავით, ხან ტკბილად ეტყვის ნანასა;
ეს ჩვენი ტურფა ქვეყანა, ურიცხვი მთა და ღელეო,
სალხინოდ არის მორთული, ბუნებავ გვიდღეგრძელეო!!!
Momewona nona, kargi namushevaria, saprezentacio masala sworadaa shercheuli.Warmatebebs gisurveb!
ОтветитьУдалитьdidi adloba
ОтветитьУдалить