Drop Down MenusCSS Drop Down MenuPure CSS Dropdown Menu

სადამრიგებლო საათი

მეორე კლასის სადამრიგებლო საათის პროგრამა




ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში სადამრიგებლო საათისგანსახორციელებლად შეიქმნა "სადამრიგებლო საათის პროგრამა I-IVკლასების მოსწავლეთათვის"პროგრამის მიზანია, I-IV კლასებისდამრიგებლებს საათის რაც შეიძლება სასარგებლოდ დაგეგმვასა დაგანახორციელებაში დაეხმაროს.
პროგრამა მოიცავს დაწყებითი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა დახასიათებას,სადამრიგებლო საათის თემებსსადამრიგებლო საათის ნიმუშებსსასარგებლორესურსებს.
დამრიგებელი სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფიგურაამას ევალებასაგნობრივ პედაგოგებთან ერთად მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა დადასწრების აღრიცხვამშობლებისთვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიურიმოსწრების გაცნობასირთულეთა წარმოშობის შემთხვევაში მოსწავლეს,მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობამოსწავლის დახმარებააკადემიური თუ სხვა პრობლემების მოგვარებაშისაკლასო ზეიმებისა დაექსკურსიების ორგანიზებაში მონაწილეობაახალი ინიციატივით კი -სადამრიგებლო კლასთან საათის ჩატარება.
დამრიგებლსთავისი მოვალეობიდან გამომდინარეყველაზე ხშირი და ახლოურთიერთობა აქვს მოსწავლეებთანამიტომაც ის მოსწავლის მრჩეველი დააღმზრდელიაგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია სადამრიგებლო შეხვედრებიდაწყებით საფეხურზესაგნობრივ მასწავლებლებთან ერთად დამრიგებელიდაწყებითი კლასისმოსწავლეებს ეხმარება სკოლასთანახალ საქმიანგარემოსთან ადაპტაციაშიუყალიბებს მათ ელემენტარულ სასწავლო ჩვევებს,თანაკლასელებთან თანამშრომლობის უნარებს და ჯანსაღ დამოკიდებულებებს.
სადამრიგებლო საათის პროგრამა შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა:
აღზრდის მთლიანობა - პიროვნების განვითარება ფიზიკურიფსიქიკური,სოციალური და სულიერი კუთხით არის აუცილებელისააღმზრდელომუშაობის მთავარი მიზანი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქისაღზრდაა;
შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია.მოსწავლეები ერთმანეთისგან ნიჭითა და შესაძლებლობებით განსხვავდებიან.ამდენადდამრიგებლის ფუნქცია მათში ნიჭისა და ძლიერი მხარეებისაღმოჩენამოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაციანიჭისა დაშესაძლებლობების გამოსავლენად სათანადო პირობების შექმნაა;
მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა-მოსწავლეებისთვისპასუხისმგებლობისა და მოვალეობის გრძნობისგანვითარება აუცილებელიასაკლასო ცხოვრებაში მნიშვნელოვანიაქტივობების (ზეიმებილაშქრობებიექსკურსიებიდაგეგმვისასდამრიგებელმა უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა ჩართულობა,მაქსიმალურად გათვალისწინოს მათი ინტერესებიამგვარი ჩართულობამოსწავლეებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეებისმოგვარების უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს შეუწყობს თავისუფალიპიროვნების ჩამოყალიბებას;
ანამშრომლობის პრინციპი _ დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთანუნდა ემყარებოდეს თანამშრომლობასურთიერთპატივისცემასა დაურთიერთნდობასდამრიგებლის მუშაობა მიმართული უნდა იყოსმოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებებისდაკმაყოფილებისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნისკენ;
ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი დამრიგებელმამოსწავლეებს ხელი უნდა შეეუწყოს საკუთარი და სხვისი უფლებებისა დამოვალეობების გაცნობიერებასა და დაცვაში.
სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებებია:
1. პიროვნული და მორალური განვითარება მე პიროვნებასოციუმი ჩემგარშემოურთიერთობა თანატოლებსა და უფროსებთანტოლერანტობა,ადამიანთა უფლებებიზოგადსაკაცობრიო ღირებულებებიეტიკეტი;
2. გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი პირადი ჰიგიენა,ავადმყოფობის გავრცელების წყაროებისასარგებლო საკვებიდროისორგანიზებადღის რეჟიმისპორტის მნიშვნელობამავნე ჩვევების საფრთხე,გარემოს და ბუნების მოფრთხილება;
3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება ჩემი ეზოჩემისკოლაჩემი ქალაქი/სოფელისამშობლოისტორიაგამოჩენილი პიროვნებები,მნიშვნელოვანი მოვლენებიტრადიციებიწესები და კანონები;
4. თვალსაწიერის გაფართოება ხელოვნებისტექნოლოგიური და სამეცნიერომიღწევები.
სასურველიადამრიგებლის საათი დაწყებით კლასებში მიმდინარეობდესმოსწავლეებთან საუბრებიდისკუსიის ფორმატითდიდაქტიკური ზღაპრებისგარჩევითიმიტირებული თამაშებითასევე კარგ შედეგს იძლევაეპისტოლარული ჟანრიშეიძლება,დამრიგებელმა კლასში დადგას"სურვილების ყუთი", სადაც მოსწავლეები ჩაყრიან ფურცლებსრომლებზეცმათთვის საინტერესო თემებზე მოსაზრებებს გამოთქვამენიქვე მითითებულიიქნებააღნიშნული საკითხის განხილვა საჯაროდ სურთ თუინდივიდუალურად.ამ შემთხვევაში დამრიგებელი მოსწავლეთა ინტერესებისგათვალისწინებით დაგეგმავს შეხვედრის თემას.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სადამრიგებლო საათისთვის წესებისშემუშავებაამ წესების ფორმულირება პირველივე შეხვედრაზე უნდა მოხდესდა არა მას შემდეგრაც წესები დაირღვევადამრიგებელმა უნდა აუხსნასმოსწავლეებსრომ ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება.დაუშვებელიაშეხვედრებზე ვინმეს განსჯასაუბრისას განიხილება საქციელი,შემთხვევები და არა პიროვნებათავდაპირველად დამრიგებელს დიდიძალისხმევა დასჭირდება პროცესის სამართავად და ფასილიტატორის როლისშესასრულებლადსანამ მოსწავლეები არ გაითავისებენ ამგვარი შეხვედრებისწესებსა და მიმდინარეობის თავისებურებებს.
სასურველიასადამრიგებლო საათი პირველ კლასში 10-15 წუთს გაგრძელდესიმ შემთხვევაშითუ შეხვედრა მხოლოდ ერთი სახის აქტივობისგან შედგება(მაგალითადსაუბარი მოსწავლეებთანან მხოლოდ დიდაქტიკური ზღაპრისმოსმენა და გარჩევაპირველკლასელებს ყურადღების აქტიურად მართვასწორედ 10-15 წუთის განმავლობაში შეუძლიათ). უფრო ხანგძლივი შეხვედრაკი (35-40 წუთიმრავალფეროვან დავალებებსსადისკუსიო თემებს დათამაშებს უნდა ითვალისწინებდესდავალებების შერჩევისას ყურადღება უნდამიექცეს ჯგუფის სიდიდესსასურველიაშეხვედრები წინასწარ იყოსდაგეგმილიმათი ჩატარება კვირის ბოლოს ჯობსრათა მოხდეს განვლილისასწავლო კვირის შეფასება და შეჯამება.
სადამრიგებლო საათის ბოლოს აუცილებელია მოსწავლეებისგან უკუკავშირისმიღებარა გაიგეს და ისწავლეს მათ ამ შეხვედრაზერა იყო მათთვისგანსაკუთრებით საინტერესორა მოეწონათ და რა არეს დაეხმარებადამრიგებელსშემდგომი შეხვედრები უფრო ეფექტიანად დაგეგმოს.
ასეთი შეხვედრებისთვის ორგანიზების საუკეთესო ფორმა მრგვალი მაგიდა ანწრეში დასხდომაავინაიდან ამგვარად დამრიგებელ დაინახავ ყველამონაწილე და შეეძლება განსაზღვროს თითოეულის ჩართულობის ხარისხი.
ასევეშეიძლება, სადამრიგებლო საათი ჩატარდეს სკოლის გარეთექსკურსიაზეან მუზეუმის დათვალიერებისასმოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე.




    მეორეკლასელი, პირველკლასელისაგან განსხვავებით, უკვე შეგუებულია მოსწავლის სტატუსსა და ვალდებულებებს. იცვლება მოსწავლის სწავლის სტილი. ყველა მოსწავლისათვის წამყვანი საქმიანობა სწავლა ხდება. მას შეუძლია, უფროსის დახმარებით შეაფასოს საკუთარი წარმატებისა და წარუმატებლობის მიზეზები. თანდათან ბავშვს უვითარდება ნებელობა. მოსწავლეს შეუძლია იმპულსების შეკავება. მეხსიერებისა და ყურადღების მართვა განზრახვის შესაბამისად.
ამასთან, ყურადღებისა და მეხსიერების მართვა დიდადაა დამოკიდებული ბავშვის ტემპერამენტზე. ამიტომ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მოსწავლეები დაღლილები არიან დღის, განსაკუთრებით კი კვირის ბოლოს. ამ დროს მათ ძალიან უჭირთ დისციპლინის შენარჩუნება.
მასწავლებელი კვლავ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება, მაგრამ მასთან ურთიერთობა უფრო პირადული ხდება. ჩნდება მასთან ურთიერთობის სურვილი შესვენებებზე, ექსკურსიაზე. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის ცალკეული თვისებების გამოყოფა (მხიარულია, კეთილია). მეორეკლასელი მოსწავლე იწყებს მეგობრების შეფასებას თვისებებიდან გამომდინარე. იწყება თანატოლებთან თანამშრომლობის უნარის განვითარება. ამავე დროს, ჩაისახება მოლაპარაკების, დათმობის, საქმიანობების განაწილების უნარები. თუმცა ზოგი მეორეკლასელისათვის ეს ჯერ კიდევ რთული ამოცანაა.
კლასში იკვეთება ლიდერი. ხშირია მოსწვლეებს შორის პაექრობა.
მეორეკლასელს სწავლის გარდა ინტერესთა ახალი სფერო უჩნდება. ესაა ურთიერთობა პედაგოგებთან, მშობლებთან, თანატოლებთან. სრულფასოვანი პიროვნების ფორმირებისათვის მნიშვნელოვანია სასწავლო უნარების გარდა თანამშრომლობის უნარების განვითარება, როგორც თანატოლებთან, ისე უფროსებთან.


sadamrigeblo saaTis Temebi

mimarTuleba
pirovnuli da moraluri ganviTareba

თემები
შეხვედრების რაოდენობა
შენიშვნა
1
რას ნიშნავს იყო მეორე კლასელი? რით განსხვავდებით პირველკლასელებისაგან? (ჩვენ ვიცით კითხვა, წერა, ანგარიში), ზაფხულის შთაბეჭდილებები
1 შეხვედრა

2
საკლასო წესების შემუშავება. როელი წესების დაცვა გვეხმარება სწავლაში?
2 შეხვედრა
თემას დამრიგებელი მუდამ უბრუნდება მოსწავლეებთან საუბრისას. შესაძლებელია შეფასდეს, რამდენად კარგად იცავენ ბავშვბი წესებს, ასევე აღირიცხოს, როდის იცავენ და როდის არღვვენ ისინი ამ წესებს, რასაც საბოლოოდ მოსწავლეთა წახალისება-დაჯილდეობა მოჰყვება
 3
ემოციები, რომლებიც თან ახლავს სხვადასხვა საქმიანობას (საკონტროლო წერას, გამოკითხვასმ ფეხბურთის თამაშს).
1შეხვედრა
თემაზე საუბარი შესაძებელუია ფსიქოლოგთან ერთად
4
თვისებები, რომელთა გამოც ვირჩევთ მეგობრებს; ადამიანური თვისებები; თვისებები, რომლებიც აუცლიებელია მეგობრობისა და სწავლისათვის; თვისებები, რომლებიც ხელს გვიშლის სწავლასა დ ამეგობრობაში.
1 შეხვედრა
თემაზე საუბარი შესაძლებელია ფსიქოლოთან ერთად
5
იდეალური მეგობრისა და მოსწავლის პორტრეტი (მოსწავლის შემთხვევაში მნიშვნელოვანია აქცენტი მონდომებასა და შრომისყვარეობაზე და არა თანდაყოლილ თვისებებზე) როგორი ვარ მე? ავტოპორტრეტი თვისებებით.
2 შეხვედრა

6
მეგობრობა, მეგბრობის უნარი
1 შეხვედრა

7
ადამიანებს შორის მსგავსება და განსხვავება. სამყარო, სადაც ყველა ერთმანეთს ჰგავს. დადებითი და უარყოფითი მხარეები.
1 შეხვედრა

8
ადამიანების დახმარება, ალტრუიზმი; როგორ ვეხმარებით სხვებს? ჩვენ როგორ გვეხმარებიან?
1 შეხვედრა

9
მეორეკლასელის სირთულეები სკოლაში-სირთულეების ,,სკივრი”. მაგ., ზოგისთვის რთულია გაკვეთილზე წყნარად ჯდომა,ზოგისთვის - კარნახით წერა.
2 შეხვედრა

10
მეორეკლასელის შესაძლებლობები - შესაძლებლობათა ,,სკივრი”.
1 შეხვედრა

11
სახლში ან მეგობრებთან წამოჭრილი სირთულეები: ტყუილები, ნივთების დაუკითხავად აღება, მოუთმენლობა, სიფიცხე
2 შეხვედრა

12
სირთულეების დაძლევის გზებზე ფიქრი, სტრატეგიების შემუშავება, კონფლიქტების მოგვარება - კონფლიქტების (უთანხმოების გამომწვევ მიზეზები).
2 შეხვედრა
თემაზე საუბარი შესაძლებელია ფსიქოლოგთან ერთად
13
ქცევის წესები, ეტიკეტი: დაბადების დღისთვის - საჩუქრის შერცევა, გაადცემა, ან საჩუქრის მიღება; სუფრაზე, თეატრსა თუ კინოში ქცევის წესები.
2 შეხვედრა



mimarTuleba
garemosdacviTi kultura da cxovrebis jansaRi wesi

თემატიკა
შეხვედრების რაოდენობა
შენიშვნა
1
გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა (კლასის, ეზოს, ქუჩის მოფრთხილება), ხეების მოვლა
1 შეხვედრა
თემას ეხებიან ბუნებისმეტყველების გაკვეთჳლზეც, ამიტომ შესაძებელია აღნიშ§ულ საკითხთან დაკავშჳრებით დამრიგებელმა ვიქტორინის, გამოფენის, ან სოციალური პროექტის მოწყობა ითაოს.
2
საკუთარი ჯანმრთელობა, როგორც ფასეულობა; ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღე
1 შეხვედრა

3
დღის რეჟიმი, დასვენებისა და სასწავლო პროცესის დროს განსხვავებული საქმიანობები, მათი დაგეგმვის აუცილებლობა.
2 შეხვედრა
თემას მოსწავლეები სხვადასხვა საგნის გაკვეთჳლებზეც ეხებიან. ამიტომ მსგავს საკითხებზე საუბარი შესაძებელია ექსკურსიის დროს, საგნის პედაგოგთან ერთად.
4
ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტი, სასარგებლო პროდუქტები, დროულად დაძჳნება, კომპიუტერის გამოყენებისა და ტელევიზორის ყურების რეგლამენტი.
2 შეხვედრა



mimarTuleba
usafrTxoeba da moqlaqeobriv -patriotuli cnobiereba

თემატიკა
შეხვედრების რაოდენობა
შენიშვნა
1
მავნე ჩვევების საფრთხე შინ და გარეთ. საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაუკითხავად გამოყენება, შესვენების დროს კიბეებზე სირბილი.
1 შეხვედრა

2
უსაფრთხოება-მშობლების, მეგობრების მისამართის ცოდნის აუცილებლობა, ქუჩაში მოძრაობისა და ტრანსპორით სარგებლობის წესები.
1 შეხვედრა


1
ისტროიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე ადგილები, ძეგლები, მოვლენები
3შეხვედრა
თემის მოსწავლეები სხვადასხვა საგნის გაკვეთილებზეც ეხებიან. ამიტომ მსგავს საკითხებზე საუბარი შესაძებელია ექსკურსიის დროს საგნის პედაგოგთან ერთად.
2
ქალაქის, სოფლის, ქვეყნის გამოჩენილი პიროვნებები
2შეხვედრა


mimarTuleba
Tvalsawieris gafarToeba

თემატიკა
შეხვედრების რაოდენობა
შენიშვნა
1
არდადეგებზე შეძენილი ცოდნა, წაკითხული წიგნები.
3შეხვედრა




sadamrigeblo saaTis nimuSebi

mimarTuleba
pirovnuli da moraluri ganviTareba
emociebi

დამრიგებელი  უხსნის მოსწავლეებს, რომ სხვადსხვა მოვლენასა  თუ ამბავზე ჩვენს სხვადსხვა ემოციას  განვიცდით. დამრიგებელი ეკითხება მოსწავლეებს, თუ რას  გრძნობენ ისინი,  როდესაც საჩუქარს  ჩუქნიან.
 - სიხარულს! პასუხობენ  ბავშვები. დამრიგებელი ხატავს  გახარებულ კაცუნას დაფაზე. დამრიგებელი  სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ შემთხვევა, რამაც ისინი ძალიან  გაახარა.
ბავშვებს  ეძლევათ 10 წუთი, რათა ერთმანეთს გაუზიარონ შთაბეჭდილებები.
შემდეგ  დამრიგებელი ეკითხება მათ, თუ რას იგრძნობენ , თუკი  მეგობარი უსამართლოდ  მოექცევათ.
დამრიგებელი    ხატავს შეშინებულ  კაცუნას.
შესაძლებელია, მოსწავლეებმა  გაიხსენონ შემთხვევები, როდესაც  მათ შიში განიცადეს. 
 - რას იგრძნობთ, მასწავლებლის მაგივრად კლასში  წითელქუდა (ფიფქია, კონკია) რომ  დაგხვდეთ?
დამრიგებელი  ხატავს  გაოცებულ კაცუნას.
დამრიგებელი  უხსნის მოსწავლეებს, რომ ზოგჯერ მსახიობები ემოციებს საუბრის გარეშე  გამოხატავენ. ამ ჟანრს პანტომიმა ჰქვია. დამრიგებელი სთხოვს მოსწავლეების ნაწილს, მიმიკითა და  მოძრაობით  გამოხატოს   ემოციები, დანარჩენებმა კი უნდა გამოიცნონ ისინი.
დამრიგებელი  აჯამებს  შეხვედრას, ამბობს, რომ  ურთიერთობისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს  სხვათა ემოციის გამოცნობას და გაგებას, მაგ: თუ შევამჩნევთ, რომ ჩვენი მეგობარი მოწყენილია, ის უნდა  ვანუგეშოთ  ან გავამხიარულოთ.

adamianTa Soris msgavseba da gansxvaveba

msgavseba

დამრიგებელი ესაუბრება მოსწავლეებს, რომ  ადამიანებს ძალიან  ბევრი გვაქვს საერთო,  ბევრი  თვისებებით  ვგავართ ერთმანეთს, მაგრამ თან განვსხვავდებით.
დამრიგებელი მოსწავლეებს შემდეგ დავალებას სთავაზობს: მე დაგისვამთ შეკითხვებს და თუ მეთანხმებით, ხელი  აწიეთ.
1. ვის  უყვარს ჩვენს კლასში ნაყინი?
2.  ვის უყვარს  მულტფილმების ყურება?
3. ვის უყვარს ველოსიპედით სეირნობა?
4.  ვის უყვარს ჩვენს კლასში  ცურვა?
დამრიგებელი  შეკითხვებს სვამს  კლასის თავისებურებების გათვალისწინებით.
 დავალების შესრულებისას აღმოჩნდება, რომ ზოგი მთელ კლასს უყვარს, ზოგი კი - მხოლოდ ნაწილს.
 დამრიგებელს შეუძლია შემდეგი აქტივობები  დაგეგმოს:

aqtivoba  1.
ბავშვებმა თვითონ უნდა დაასახელონ მსგავსება  ერთმანეთს შორის. დამრიგებელი იწყებს თამაშს და ასახელებს  იმ  ბავშვს, რომელთანაც რაიმე რეალური მსგავსება აქვს, მაგ, ანას რომელსაც  მისი ფერის  თმა აქვს, ან იმავე ქალაქში დაიბადა, რომელშიც თვითონ.  შემდეგ  ანა ასახელებს  სხვა მოსწავლეს, რომელთანაც ის რაიმე მსგავსებას აღმოაჩენს. აქტივობა გრძელდება მანამ, სანამ ყველა ბავშვი არ მიიღებს მონაწილეობას.
მცირერიცხოვან  კლასში კი დამრიგებელმა მოსწავლეთა საერთო  ინტერესები სხვა ფორმით  უნდა გამოავლინოს.

aqtivoba 2. ,,qari qris maTTvis, visac uyvars..."
მიზანი - კლასის შეკრება, განტვირთვა, ჯგუფის წევრების უკეთ გაცნობა.
ხანგრძლივობა; 10-15 წუთი
ჯგუფი შედგება  16 ბავშვისაგან
მოსწავლეები სხდებიან წრეში, მაგრამ სკამების რაოდენობა ერთით ნაკლებია.
თამაშს იწყებს დამრიგებელი. ის უხსნის მოსწავლეებს, რომ  წრის შუაგულში მყოფმა მოსწავლემ  უნდა  დაასახელოს თავისი თვისება ან ინტერესი. თუ  ჯგუფის სხვა  წევრებსაც აღმოაჩნდებათ მსხვსი  თვისება ან ინტერესი, მათ ადგილი უნდა გაუცვალონ ერთამანეთს.
თუ ჯგუფის   რომელიმე  წევრს სკამზე დაჯდომა დაასწრეს, მაშინ ის გახდება წამყვანი და დაასახელებს თავის  თვისებებს ან ინტერესს.
თამაშს დამრიგებელი იწყებს: ” ქარი ქრის მათთვის, ვისაც  უყვარს ხატვა...”
ადგილს ის მოსწავლეები უცვლიან  ერთმანეთს, რომელთაც უყვართ ხატვა.
თამაშის დასასრულს დამრიგებელი საუბრობს იმაზე, რომ  ჩვენი სამყარო იმითაა  საინტერესო, რომ ყველას  სხვადასხვა  თვისება, ნიჭი  და ინტერესი გვაქვს.
იგი სთავაზობს მოსწავლეებს წარმოიდგინონ, თუ როგორი იქნება სამყარო, ყველანი ზუსტად ერთნაირები რო ვიყოთ.
gansxvaveba
დამრიგებელი მოსწავლეებს ეუბნება, რომ ადამიანები-დიდებიც და პატარებიც, ქალებიც და კაცებიც, ბიჭებიც და გოგონებიც-ერთმანეთჳსაგან განვსხვავდებით. ეს განსხვავება მდგომარეობს გარეგნობაში, ინტერესებში,ა ზრებსა და შეხედულებებში.
ადამიანები ზოგჯერ ერთსა და იმავე სიტუაციაში განსხვავებულად ვიქცევით და სხვადასხვაგვარად გამოვხატავთ განცდებს.

aqtivoba 1. ,,situacia da gancdebi"
მასალა: პერლუფ ბიდსტრუპის ნახატი (ნახატი 1. გვ. 25).
დამრიგებელი თითოეულ მონაწიეს ურიგებს პერლფ ბიდსტრუპის ნახატს, რომელზეც გამოსახულია ერთი სიტუაცია და ოთხი სხვადასხვა ადამიანის განცდა და ქცევა. დამრიგეელი სთხოვს ბავშვებს, დააკვირდნენ და შემდეგ აღწერონ სიტუაცია და თითოეული ადამიანის განცდები. დამრიგებელი ბავშვებთან ერთად მსჯელობს იმის შესახებ, რომ კონკრეტუილ სიტუაციის მიმართ ადამიანების დამოკიდებუელბა განსხვავებულია და, შესაბამისად, მათი განცდებიც სხვადასხვაგვარია.



დამრიგებელი მოსწავლეებს უყვება დიდაქტიკურ ზღაპარს.

წითური კატა

ერთი პატარა ქალაქის სხვენში პატარა კნუტი ცხოვრობდა მშობლებთან და და-ძმებთან ერთად. ჩვენი კნუტი ყველაზე უმცროსი  და თან, წარმოიდგინეთ, წითური იყო. საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ ქალაქის ყველა კნუტი და კატა ნაცრისფერი გახლდათ. ზოგი მუქი ნაცრისფერი იყო, ზოგი-ღია, ზოგიც-თეთრი ნაცრისფერი ზოლებით. მაგრამ  არავინ, სულ არავინ იყო წითური.
ერთ დღეს ჩვენს პატარა კნუტს უსიამოვნო ამბავი გადახდა თავს, როდესაც კნუტი ეზოში სასეირნოდ ჩავიდა, იქ ორი სიამის კნუტი დახვდა, რომელებიც ძალიან მხიარულად თამაშობდნენ ბურთს.
წითურ კნუტს ძალიან მოუნდა მათთან თამაში და ჰკითხა:
- თქვენ ისე კარგად თამაშობთ და მხიარულობთ, შემიძლია მეც რომ შემოგიერთდეთ?
- არ ვცით, - უპასუხეს კნუტებმა, - შემოგვხედე, ჩვენ როგორი ლამაზები ვართ, მუქი ნაცრისფერები, შენკი რაღაც უცნაური ხარ, შენნაირი კნუტი არასდროს გვინახავს.
ამ დროს მათ მეზობელი ეზოდან ძალიან ცელქი კნუტი შემოუერთდათ, წითური კნუტი დაათვალიერა და უთხრა: ,,რა სასაცილო ხარ! წითური და პატარა. შემთხვევით წრუწუნა ხომ არ ხარ?”
ძალიან ეწყინა წითურ კნუტს. სახლშჳ მოწყენილი დაბრუნდა. მას შემდეგ ჭამის მადა დაკარგა და ცუდად ეძინა. ეზოში სეირნობასაც თავი დაანება. მთელ დღეებს ფანჯრის რაფაზე ატარებდა. დედიკოს კი ეუბნებოდა, რომ უბრალოდ რაფაზე ჯდომა მოსწონდა. სინამდვილეშჳ კი ეშინოდა, რომ ეზოში არავინ ეთამაშებოდა.
ერთ მოღრუბლულ დღესაც იჯდა მოწყენილი კნუტი და ეზოში იყურებოდა. დღეც ძალიან მოწყენილი იყო. ჟამი და ნაცრისფერი.
ამ დროს ღრუბლებიდან მზის სხივმა გამოანათა და სრულად შეცვალა არემარე. კნუტიც კი გამოაცოცხლა. ,,რა კარგია მზე”, - გაუფუქრა კნუტმა თავსთვის, - ,,ის ყველას  უყვარს, ათბობს და ახალისებს, მაგრამ მზეც ხომ ზოგჯერ ჩემსავით წითურია? ნუთუ მეცშემიძლია, რომ გავახალისო ჩემს გარშემო კატები?”. ამ აზრით აღფრთოვანებულმა გადაწყვიტა ეზოში ჩასვლა.
როდესაც წითური კნუტი ეზოში ჩავიდა, იქ მთელი აურზაური დახვდა. ხეზე ძალიან პატარ თთრი კნუტი იჯდა და ტიროდა. როგორც ჩანს, ძირს ჩამოსვლისა ეშინოდა. ხის გარშემო შეშინებული კატები შეკრებილიყვნენ და ნერვიულობდნენ, თეთრი კნუტი ხიდან არ ჩამოვარდნილიყო.
ჩვენი წითური ფისო მამაცად ახტა ხეზე და პატარა უვნებელი ჩამოიყავანა.
ხის გარშემო შეკრებილმა კატებმა ტაში დასცხეს. ,,შეხედეთ, რა ყოჩაღია ჩვენი კნუტი! მამაცი! თან როგორი საყავრეილა? პატარა მზეს ჰგავს!”
წითური კნტი ძალიან ბედნიერი იყო იმ დღეს. მან თეთრი კნუტი დაიხსნ განსაცდელისაგან და, როგორც იქნა, სხვა კატებმა მასში დადებითი თვისებები აღმოაჩინეს.

შეკითხვები

1. რატომ იყო პატარა კნუტიმოწყენილი?
2. რატომ არ ტამაშობდნენ მასთან სხვა კნუტები?
3. მოგწონთ ნაცრისფერი კნუტების ქცევა? რატომ?
4. თუ მომხდარა თქვენ ცხოვრებაში მსგავსი რამ?
5. რას ურჩევდით ნაცრისფერ კნტებს?
6. რას ურჩევდით ერთმანეთს?




ადამიანების დახმარება, ალტრუიზმი
როგორ ვეხმარებით სხვებს? ჩვენ როგორ გვეხმარებიან?
დამრიგებელი ეკითხება მოსწავლეებს: რას ნიშნავს ნამდვილი მეგობარი?
ის აჯამებს მოსწავლეთა მოსაზრებებს და ხაზს უსვამს, რომ ნამდვილი მეგობარი მხარში უდგას მეგობრებს. ეხმარება მათ და საჭიროებისშემთხვევაში ამხნევებს.
დამრიგებელი ეუბნება ბავშვებს, რომ ისინი სულ ორი წელია, რაც ერთ კლასშჳ სწავლობენ, მაგრამ ალბათ უკვე ძალიან ბევრ რამეში დაეხმარნენ ერთმანეთს. ზოგმა ფანქარი ათხოვა მეგობარს, ზოგმა-კალამი, ზოგი ამოცანის ამოხსნაში დაეხმარა მას, ზოგი კი კანფეტებით გაუმასპინძლდა კლასელებს.
დამრიგებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ, თუ როგორ დაეხმარნენ მათ თანაკლასელები, მშჴბლები, თვითონ როგორ დაეხმარნენ სხვებს.
დამრიგებელს შეუძლია აქაც დიდაქტიკურ ზღაპარი გამოიყენოს.



                                                 ფლო

ყვავილების მინდორზე პატარა ყვავილი ამოვიდა. თვალ გაახილა თუ არა, გარშემო ნაირფერი, ლამაზი ყვავილები დაინახა. არცერთი ყვავილი არ ჰგავდა ერთმანეტს. ზოგი ყვითელი იყო დიდი ფოთლებით, ზოგიც-წითელი. ყვავილები სიყვარულით მიესალმნენ ახლად ამოსულ ყვავილს და სახელად ფლო შეარქვეს.
დილაოიბთ ყვავილები ჯერ მზეს ესალმებოდნენ, შემდეგ-ერთმანეთს და შემდეგ კი ყველა თავისი საქმით კავდებოდა. ხოლო საღამოობით ყველაზე საინტერესო იწყებოდა: უფროსი ყვავილები პატარებს უყვებოდნენ, რა ხდებოდა მინდორზე მათ დაბადებამდე. ერთ საღამოს ამბის თხრობა ბაბუა ზამბახმა დაიწყო...
-ეს ამბავი გასულ ზაფხულს მოხდა. ძალიან მშვიდი ზაფხული იყო, არაფერი მნიშ[ნელოვანი არ ხდებოდა. მხოლოდ ცაში ძალიან მაღლა, მიფრინავდნენ ძმები: ქარი და წვიმა. თან იმდენად მაღლა მიფრინავდნენ, რომ დედამიწაზე მათ არსებობას ვერავინ ამჩნევდა.
სიჩუმეშჳ მათ გაიგონეს, როგორ ამბობდნენ ყვავილები, რომ ისინი დედამიწაზე ყველაზე მეგობრული არსებები არიან.
ძმებმა მათჳ გამოცდა გადაწყვიტეს. პირველი საქმეში ქარი ჩაერთო. მან იმდენად ძლიერად დაუბერა, რომ ყვავილებს ლამის ფესვიანად გლეჯდა. ყვავილებმა ფოთლები ჩაჰკიდეს და ისე მაგრად ჩაეჭიდნენ ერთმანეთს, რომ ქარი დარწმუნდა
მხოლოდ მაშინ დარწმუნდნენ ძმები ყვავილთა ერთგულებაში. ასე დასრულდა ბაბუა ზამბახის ისტორია.
ფლო ამ ამბის მოსმენის შემდეგ ძალიან ბედნიერი იყო, ვინაიდსან მიხვდა, რომ იქ დაიბადა, სადაც ყველაზე მეგორული არსებები ცხვრობენ.


შეკითხვები

1. როგორი გამოცდა მუწყვეს ძმებმა - ქარმა და წვიმამ ყვავილებს?


2. რა გააკეთეს ყვავილებმა ქარის დროს? წვიმის დროს?


3. რაში დარწმუნდნენ ქარიდაწვიმა?



                              მეორეკლასელის სირთულეები სკოლაში


დამრიგებელი ესაუბრება მოსწავლეებს იმის შესახებ, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში აქვს ადგილი გარკვეულ სირთულეებს, რაც ზოგჯერ ცუდ ხასიათზე გვატენებს.
(შესაძლებელია, ასეთ საუბარი დაუკავშირდეს კონკრეტულ შემთხვევას).
დამრიგებელი სთავაზობს მოსწავლეებს, გააკეთონ ,,სირთულეების ყულაბა”, რომელშიც ყველა თავის სირთულეს ჩაყრის.ს შეიძება მოსწავლეებმა ხელის აწევით დაასახელონ ეს სირთულეები, ან მასწავლებელმა მსუბუქი ბურთი გადაუგდოს რომელიმე მოსწავლეს და სთხოვოს წინადადების დსრულება, მაგ., ,,სკოლაშჳ მეორეკლასელებს უჭირთ...”
აქაც შესაძლებელია დიდაქტიკური ზღაპრის გამოყენბა.



                                      პატარა ნიანგის გასაჭირი


ერთ განიერ და წყნარ მდინარეში პატარა ნიანგი ცხოვრობდა. მას გრძელი კუდი და ბასრი კბილები ჰქონდა. პატარა ნიანგი, ისევე როგორც მდინარის სხვა 7 წლს ნიანგები, მდინარის სკოლაში დადიოდა. პირველ დღეებში ნიანგს ძალიან მოსწონდა და ეხალისება სკოლაში სიარული, მაგრამ თანდათან ჩვენმა ნიანგმა ძალიან მოიწყინა, ვინაიდან მისი ,,საქმეები” სკოლაშჳ არც თუ ისე კარგად მიდიოდა. მსარაფით გამოსდიოდა ყვინთვა და მწერებისათვის თავის მორად მოჩვენება. მიოს ყველა კლასელს ეს ყველაფერი უკვე 1 კლასი გამოსდიოდა. მასწავლებლებიც, ქალბატონიან იანგი, ამ ჩვენი პატარა ნიანგის გარდა, ყველლლა მოსწავლესაქებდა. ზოგჯერ კიდევაც ეჩხუბებოდა და შეწუხებული ლურჯ ვარსკვლავებსაც უწერდ.ამ მთელ უბედურებას ისიც ემატებოდა, რომ ჩვენს პატარა ნიანგს კლასელები დასცინოდნენ და არ ემეგობრებოდნენ.
დედა ნიანგი ამას ძალიან განიცდიდა და მუდამ სვამდა კითხვას, თუ ვის ჰგავს ეს პატარ ნიანგი. მამ ნიანგი ტუქსავდა და ხშირად ტავის ბავშვობის შესახებ უყვებოდა: ,,მე, როდესაც შენხელა ვიყავი, ყველაზე ღრმად ვყვინთადი კლასში და მორად თავის მოჩვენება ისე კარგად გამომდიოდა, რომ პეპლები მხოლოდ ჩემზე სხდებოდნენ და შენ რაღა გჭირს?”
რა უნდა ეპასუხა პატარა ნიანგს? ის თვითონაც განიცდიდა თავის წარუმატებლობას. პატარ ნიანგი მასწავლებელს ყურსაც აღარ უგდებდა, ვინაიდან თვლიდა, რომ მაინც ვერაფერს გაიგებდა.
ერთ დღეს მათ კლასში მეზობელი მდინარიდან ახალი პატარა ნიანგი გადმოვიდა, ახალი ნიანგი ჩვენ პატარა ნიანგს დაუმეგობრდა.
- რატომ მეგობრობ ჩემტან? - ჰკითხა ერთ დღეს პატარა ნიანგმა. - მე ხომ ისეთი უნიჭო ვარ, რომ ჩემთან არავინ მეგობრობს. ახალმა ნიანგმა ძალიან გაიკვირვა, რა გჭირს ასეთი, ცოძტა მონდომება გაკლიაო.
ამ საუბრის შემდეგ პატარა ნიანგი ძალიან შეიცვალა. დილით ადრე დგებოდა და იწყებდა იმის გამეორებას, რაც მასწავლებელმა წინა დღეს ასწავლა. საშიანო დავალებებს დიდი მონდომებით, სიზარმაცის გარეშე ასრულებდა. მასწავლებელს ყურადღებით უსმენდა, მის თითოეულ ილეთს იმახსოვრებდა და შემდეგ იქ იმეორებდა, სანამ კარგად არ გამოუვიდოდა.როგორც იქნა, პატარა ნიანგმა ისწავლა ყვინთვა და თავის მორად მოჩვენება. მასწავლებელუი უკვე ხშირად აქებდა და სხვა პატარა ნიანგებსაც უფრო ხშირად რთავდნენ მა სთამაშებში.
- აი, ხომ გეუბნებოდი, ყველაფერს შეძლებ, თუ მოინდომებ-მეთქი? - ეუბნებოდა ახალგადმოსული ნიანგი.
პატარა ნიანგი უკვე აღარ ფიქრობდა, რომ უნიჭო იყო. უბრალოდ მიხვდა, რომ ყველაფერს მონდომება და გამეორება სჭირდება. წლის ბოლოს კი ნიანგი მხოლოდ წიტელ ვარსკვლავებს იღებდა. მშობლები ძალიან ბედნიერები იყვნენ შვილის წარმატებით. პატარა ნიანგი ძალიან ბედნიერი იყო და ხშირად იმეორებდა: ,,მე კარგად ვსწავლობ, მე ესშემიძლია!”.


მიმართულება

გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა
(კლასის, ეზოს, ქუჩის მოფრთხილება, ხეების მოვლა)

აქტივობა 1. ,,ხეების მოვლა"

მიზანი: წელიწადის დროების შესწავლა, დაკვირება ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებზე. დაკვირვების, კვლევის და ექსპერიმენტის ჩატარების უნარის განვითარება.

აღნიშნული აქტივობა დამრიგებელმა სკოლის ეზოში ან სკოლასთან ახლოს მდებარე პარკში უნდა განახორციელოს.

აქტივობა წყვილებში მიმდინარეობს.

წყვილებმა სკოლის ეზოში ან პარკში უნდა ამოირჩიონ თავინათჳ ხე. ხშირად მიაკითხონ ამ ხეს. გააკეთონ ხის ჩანახატები წელიწადის სხვადასხვა დროს. გაზომონ მისი გარშემოწერილობა, შეაგროვონ და გაახამონ მისი ფოთლები და ნაყოფი. შემდეგ მათგან გააკეთონ აპლიკაციები ან სათამაშოები.

წყვილებმა ამორჩეული ხის შესახებ უნდა შეაგროვონ ინფორმაცია. შესაძლოა, მათ გამოიკვლიონ ის მწერები, ფრინველები და ცხოვერელბი, რომლებიც ხეზე ან ხის გარშემო ბინადრობენ. დააკვირდნენ, თუ როგორ იქცევიან ისინი წელიწადის სხვადასხვა დროს.

წყვილებმა ხის ერთ ერთ-ერთი ტოტის ქვეშ უნდა გაშალონ თეთრი ქაღალდი და ტოტი შეარხიონ, შეაგროვონ ქაღალდზე ჩამოცვენილი მწერები და ქილაში მოათავსონ. შემდეგ მათ ქილაში უნდა ჩაულაგონ კენჭები, ხის ტოტების, ხილის ნაჭერი და დააკვირდნენ. წყვილებმა მოკლედ უნდა ჩაიწერონ დაკვირვების მონაცემები.

წლის ბოლოს წყვილები წარმოადგენენ ნახატებს, შეგროვილ ინფორმაციას და დაკვირვების მონაცემებს.

ეს აქტივობა დაეხმარება ბავშვებს წელიწადის დროების შესწავლაში. ბავშვები დააკვირდებიან და შეიგრძნობენ ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებს. შეისწავლიან მწერებს, ფრინველებს. მასალის სრულყოფისათვის აუციელბელია დავეხმაროთ მოსწავლეს წიგნთან მუშაობაში. ეს აქტივობა ბავშვებს მისცემს დაკვირვების, გამოკვლევის და ექსპერიმენტის ჩატარების საშუალებას.

აქტივობა 2. ,,ხის გულისცემა”

მიზანი: დაკვირვება ბუნებაშჳ მიმდინარე ცვლილებებზე. დაკვირვების, კვლევისა და ექსპერიმენტის ჩატარების უნარის განვითარება.

მასალა: აქ დამრიგებელს დაეხმარება სტეტოსკოპი (ფონენდოსკოპი).

დამრიგებელი მოსწავლეებს ესაუბრება, რომ ხე ცოცხალი არსებაა. იგი იკვებება, სუნთქავს, ისვენებს. მასში მაცოცხლებელი სითხე ისევე მოძრაობს, როგორც სისხლი ადამიანში. ხის ,,გულისცემის” მოსასმენად საუკეთესო დროა გაზაფხული, როდესაც ხეები ახალი სასიცოცხლო ციკლისათვის ემზადებიან.

დამრიგებელი სკოლის გარეთ აქტივობისას ირჩევს თხელი კანის მქონე მოზრდილ ხეს. ფართოფოთლოვან ხეში სითხის მოძრაობის მოსმენა უფრო იოლია, ვიდრე წიწვოვანში. დამრიგებელმა სტეტოსკოპი ხის ტანს მიადოს და გაუნძრევლად ეჭიროს.ა სე მოასმენინოს მოსწავლეებს ხის ,,გულისცემა”. აქტივობის შემდეგ შეიძლება ერთად იმსჯელონ, თუ რას გრზნობდნენ, როდესაც ხის ,,გულისცემას” ისმენდნენ.


მიმართულება

უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება


ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე ადგილები, ძეგლები


აქტივობა 1.


დამრიგეებლი წრეში სვამს ბავშვებს, სთხოვს, რომ 3 წუთის განმავლობაში დახუჭონ თვალებ იდა გაიხსენონ გზა სახლიდან სკოლამდე, რომელი ქუჩიდან მოდიან, როგორი შენობები ან სახლებია გზაზე, ხვდებათ თუ არა პარკი ან ლამაზი შენობა, რომელი ტრანსპორტის საშუალებით მგზავრობენ და ა.შ. 3 წუთის შემდეგ ბავშვები ახელენ თვალებს და აღწერენ იმას, რაც გაახსენდათ.

სავარჯიშოს დასრულების შემდეგ დამრიგებელი აუცილებლად იწყებს საუბარს იმ მიკროგარემოს შესახებ, რომელშიც ბავშებს ყოველდღიურად უწევთ ცხოვრება. აქ იგულისხმება მათი სცხოვრებელი ადგილი, ქუჩა, ქალქი თუ სოფელი. დამრიგებლის ამოცანაა, გაააქტიუროს ბავშვებში იმ გარემოზე დაკვირვების უნარი, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ასევე უკეთ გააცნოს მათ საკუტარი ქალაქი, სოფელი, მისი ინფრასტრუქტურა, პრაქტიკულად გაააზრებინოს სხვადასხვა სამსახურების მნიშვნელობა, ინფორმაცია მიაწოდოს ქალაქის მმართველობის შესახებ.

დამრიგებელი მოსწავლეებს შემდეგი შეხვედრისათვის ავალებს, რომ დააკვირდნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილს და მოიპოვონ ინფორმაცია, თუ ვისი სახელობის ქუჩაზე ცხოვრობენ, არის თუ არა რომელიმე მნიშ[ნელოვანი ადგილი მახლობლად, რისი შეცვლა სურთ და ა.შ.
დამრიგებელი ბავშვებთან ერთად არცევს დავალებას.
დამრიგებელი აგრძელებს თემას ისტორიულ-კულტურული ადგილებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ, შემდეგ კი ასეთ აქტივობას სთავაზობს:

აქტოვობა 2.

დამრიგებელი ბავშვებს აძლევს შემდეგ დავალებას: უნდა წარმოიდგინოო, რომ მათთან სტუმრად აპირებენ ჩამოსვლას მათი თანატოლი უცხოელი სტუმრები, რომელთაც აინტერესებთ ქალაქის ან სოფლის დათვალიერება. მოსწავლეებმა უნდა მოიფიქრონ, თუ სად წაიყვანენ ისინი სტუმრებს და რას აჩვენებენ.

ამის შემდეგ ბავშვები ერთმანეთს უზიარებენ ექსკურსიის გეგმას. განხილვის შემდეგ დამრიგებელი ბავშვებს ეხმარება ყველაზე საინტერესო ექსკურსიის მარშრუტის შერჩევაში და რეალურად მიჰყავს ბავშვები ექსკურსიაზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий

სერტიფიკატები