გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი: ნონა მინდიაშვილი
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი. მესამე კლასი .
მოსწავლეთა რაოდენობა: 6 მოსწავლე. მათ შორის არ არის სსსმ მოსწავლე.
გაკვეთილის თემა: შევკრიბოთ ქვეშმიწერით, გვიწევს ათეულის
გამოყოფა.
გაკვეთილის
მიზანი:
სამნიშნა რიცხვების შეკრება პოზიციური სისტემის დემონსტრირების გამოყენებით
,იმ შემთხვევის განხილვა,როცა ერთეულების შეკრების შემდგომ ვახდენთ ათეულის გამოყოფას.განხილული
საკითხების გამოყენება პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.
სტანდარტი:
რესურსები:
სახელმძღვანელო „მათემატიკა-3კლასი“-გ.
გოგიშვილი, თ. თევზაძე, ი,. მებონია, ლ. ქურჩიშვილი -გამომცემლობა „ინტელექტი“
კომპიუტერი,პროექტორი.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი
/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
(წთ)
|
1
|
მივესალმები მოსწავლეებს, გავაცნობ
გაკვეთილის თემას ,მიზანს, შეფასების კრიტერიუმებსა და ქცევის წესებს.
|
მინი ლექცია
|
მთელი კლასი
|
ფორმატის ფურცლები,
კომპიუტერი.
პროექტორი
|
2 წთ
|
2.
|
აქტივობა 1. „ვამოწმებთ
დავალებას“
(მერხებს შორის ჩამოვლით
შევამოწმებ დავალება აქვს თუ არა ყველას შესრულებული, პარალელურად მოსწავლეებს
წავაკითხებ ჩანაწერს, რამდენად სწორად შეასრულეს მოქმედებები, ეკრანზე ვაჩვენებ
სწორად შესრულების ნიმუშს, მოსწავლეები შეამოწმებენ თავიანთ ჩანაწერებს და
საჭიროების შემთხვევაში ასწორებენ შეცდომებს.
დავსვამ კითხვებს:
1)
რას
უდრის რიცხვს რომ მივუმატოთ ერთი? გამოვაკლოთ ერთი?
2)
როგორ შევადაროთ რიცხვები?
3) დავითვალოთ ასეულებით.
4) რატომ უნდა ვისწავლოთ
რიცხვები?,რაში გვჭირდება რიცხვები? სად გამოიყენება რიცხვები?
5) რა რიცხვით გამოისახება თანხა
,რომელიც 5-,,ასლარიანსა“ და 3-..ასლარიანს“შეადგენს?
6) მაშასადამე სულ რა თანხას შეადგენს 500+300=?
7) რისი ტოლი იქნება 5000+ 3000?
8) რამდენი ასეული შევკრიბეთ?(50
ას+30ას=80 ას)
|
კითხვა -პასუხი
|
მთელი კლასი
მთელი კლასი
|
რვეული,
კომპიუტერი პროექტორი
სათამაშო ფული
დაფა ცარცი
|
5 წთ
|
4
|
აქტივობაN3. ახალი
მასალის ახსნა.
შევკრიბოთ ქვეშმიწერით,გვიწევს
ათეულის გამოყოფა.
მოვახდენ ქვეშმიწერით შეკრების
პოზიტიური სისტემის დემონსტრირებას.ვკრებთ 125 და 213-ს.გვაქვს 125 ლარი,რომელიც
შეიძლება ასე წარმოვადგინოთ1 ასლარიანი,2 ათლარიანი და 5 ერთლარიანი.ასევე წარმოვადგენ
213 ლარს-2 ასლარიანი,1-ათლარიანი,3- ერთლარიანი.
სულ რამდენი ერთლარიანი გვაქვს?,ათლარიანი?,ასლარიანი? რა რიცხვი წარმოგვიდგება
8 ერთ,3 ათ,3 ას?(338)
ჩავწერთ ქვეშმიწერით.ახლა ავიღოთ 2ასლარიანი,2 ათლარიანი,6 ლარიანი.რა
თანხა გვაქვს? 226 ლარი
ავიღოთ კიდევ 3 ასლარიანი,6 ათლარიანი,8 ერთლარიანი.რა რიცხვის დემონსტრირება
მოხდა?(368)
რამდენი ერთლარიანი ,ათლარიანი და ასლარიანი გვაქვს?
შევკბოთ ქვეშმიწერით.აღმოჩნდება რომ ერთეულების რაოდენობა 10-ზე მეტია
,ამიტომ აქედანაც გამოვყოთ ერთეული და ათეულს დავუმატოთ ის ათეული.
|
მინი ლექცია
|
მთელი კლასი
|
დაფა ,ცარცი,
სათამაშო ფული
ფლირჩარტი,მარკერები
|
13წთ
|
5.
|
აქტივობა 4. „ვივარჯიშოთ და
გავიწაფოთ ქვეშმიწერით შეკრებაში
(მოსწავლეები წყვილებში შეასრულებენ
ტესტურ დავალებას „შეარჩიე სწორი
პასუხი“). მოვახდენთ ტესტების პრეზენტაციას .
აქტ 5 ,,ვიყიდოთ და გავყიდოთ“
მოვაწყობთ მინიმარკეტს.გავყიდით ან ვიყიდით ნივთებს.დავსვამ კითხვებს:
რატომ უნდა ვიცოდეთ რიცხვების ცნობა.
სად გამოიყენება რიცხვები. ფულით მარტო ყიდვა შეგვიძლია თუ გაყიდვა და
დაგროვება?
|
წყვილებში მუშაობა
|
ტესტები ფურცლებიდაფა
ფლირჩარტი
მარკერები
|
5წთ
|
|
6.
|
III ფაზა
- „რეფლექსია“ 3წთ
(მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად
გააკეთებენ შეჯამებას. მოახდენენ თვითშეფასებას და
ურთიერთშეფასებას, შევაფასებ მოსწავლეებს და მივცემ განმავითარებელ ზეპირ კომენტარს. ჩაინიშნავენ საშინაო დავალებას)
|
მთელი კლასი
|
წიგნი,
დაფა
ცარცი
ფურცლები
რვეულები
|
5წთ
|
ის
|
|
თვითშეფასება
|
გაკვეთილზე გამოვიყენე ყველა
მითითებული აქტივობა, მოსწავლეებმა შეძლეს სამნიშნა რიცხვების წაკითხვა,
მიმდევრობის დასახელება, თანრიგების ამოცნობა. შეასრულეს სამნიშნა რიცხვისათვის
ერთნიშნა რიცხვის მიმატება ორი ხერხით: გაშლილი ფორმით და გადათვლით, გამოიტანეს
დასკვნა. დრო რეალურად იყო გათვლილი.
მინდა
აღვნიშნო რომ, 1000-ის ფარგალში ნუმერაცია და შეკრება-გამოკლების შესწავლის
პროცესში ვართ ამჟამად, ამ საკითხზე ჯერ კიდევ გვინდა მუშაობა, რათა გადავიდეს
ჩვევაში და ადვილად შეძლონ უფრო რთული მასალის ათვისება.
|
გამოთვლებთან, თვლასთან და შეფასებებთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა
ასო ბგერა ბ
https://drive.google.com/file/d/1YZ3fLisx2trrTRxbv7jx15FCvCXq6YVi/view?usp=sharing
ასო ბგერა მ
https://drive.google.com/file/d/1YZ3fLisx2trrTRxbv7jx15FCvCXq6YVi/view?usp=sharing
ასო ბგერა ბ
https://drive.google.com/file/d/1YZ3fLisx2trrTRxbv7jx15FCvCXq6YVi/view?usp=sharing
ასო ბგერა მ
https://drive.google.com/file/d/1YZ3fLisx2trrTRxbv7jx15FCvCXq6YVi/view?usp=sharing
გეგმა
მე და საზოგადოება
https://drive.google.com/file/d/1ukIP3KcMh_nlSG3iy7ZOPpNQ1gITDJwX/view?usp=sharing
სამოდელო გაკვეთილის გეგმაგაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი
გვარი, პირადი ნომერი: ნონა მინდიაშვილი
გაკვეთილის ტიპი: სამოდელო (ინტეგრირებული)
საგანი/საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა და ბუნება
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი
/ პირველი კლასი .
გაკვეთილის ხანგრძლივობა
:35 წთ
გაკვეთილის თემა: ,,ნიკა და ყურშა“
გაკვეთილის ჩატარების თარიღი: 24/05/2019,
აქტუალურობა:
ეს თემა აქტუალურია,რადგან ჩემი აზრით ადამიანი ბავშვობის
ასაკიდანვე უნდა ზრუნავდეს გარემომცელ სამყაროზე.მას უნდა ესმოდეს,რომ სიყვარული და
გაფრთხილება სჭირდება არა მარტო ადამიანებს,არამედ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც,უნდა
ვიზრუნოთ ,,მაწანწალა მეგობრებზე“, როგორც ოჯახში მყოფ ოთხფეხა სულიერ არსებებზე.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ქართ.დაწყ.(I).1.. ქართ.დაწყ.(I).4.
ქართ.დაწყ.(I).6.
ქართ.დაწყ.(I).9.
ქართ.დაწყ.(I).10.
ქართ.დაწყ.(I).11
ბუნ.I.1. ბუნ.I.2.
მოსწავლეთა რაოდენობა:
|
6
მოსწავლე. მათ შორის
სსსმ მოსწავლე არ არის.
|
||
გაკვეთილის
მიზანი:
|
მოსწავლეებმა
შეძლონ ტექსტის მოსმენა, წაკითხვა და შინაარსის აღქმა; გააგრძელონ სხვის მიერ დაწყებული კითხვა სათანადო ადგილიდან, უპასუხონ შეკითხვებს,
დაასახელონ და დაახასიათონ შინაური ცხოველები,დაფიქრდნენ
და იმსჯელონ ცხოველთა უფლებების დაცვაზე
|
||
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები (კავშირი ესგ-თან)
|
ქართ. I. ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ქართ.
ქართ. ქართ.დაწყ.(I).1
სწორად
რეაგირებს ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში;
გასაგებად გამოხატავს სათქმელს; გადმოსცემს ფაქტებს; საჭიროების მიხედვით, ადეკვატურად ცვლის სამეტყველო როლებს (უსმენს სხვებს, სვამს/ პასუხობს შეკითხვებს); ასრულებს მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს; ამოიცნობს და მიზნის შესაბამისად იყენებს მეტყველების ვერბალურ და არავერბალუ საშუალებებს (ჟესტებს, მიმიკას და სხვ.).
ქართ. ქართ.დაწყ.(I).4 ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს მარტივ ინფორმაციას ნაცნობ თემაზე; ამოიცნობს ფაქტების/მოქმედებების თანამიმდევრობას ტექსტში; ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას; აკავშირებს ერთმანეთთან ტექსტში მოცემულ კონკრეტულ ინფორმაციას (მასწავლებლის დახმარებით ან დამოუკიდებლად); ამოიცნობს მოსმენილი მხატვრული ტექსტის პერსონაჟის ემოციურ მდგომარეობას (მხიარული, მოწყენილი, გაკვირვებული და ა. შ.);
ბგ
85
სიტყ ქართ.დაწყ.(1)6 სიტყვებს შლის ბგერებად, ბგერებს აერთიანებს სიტყვებად; ასოებს ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს - სიტყვებად; თავისუფლად ცნობს ხშირად გამოყენებული სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს; თავისუფლად კითხულობს ნაცნობ სიტყვებს; წინადადების საზღვრების შესაბამისად აკეთებს პაუზას; აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან.
ქართ.დაწყ.(I).9 წაკითხული ტექსტის მიმართ გამოხატავს პირად დამოკიდებულებას (მომეწონა/არ მომეწონა); ვერბალური თუ არავერბალური ტექსტებით გადმოცემულ ამბავს უკავშირებს საკუთარ გამოცდილებას (მაგ., მე როგორ მოვიქცეოდი/მოვიქეცი ანალოგიურ სიტუაციაში);
ქქარ ქართ დაწყ.
.(I).10
ამოი
ამოიცნობს ტექსტის, აბზაცის, სტროფის, წინადადების დასაწყისსა და დასასრულს;
ქართ. ქართ.დაწყ.(I).11
სიტყვსიტყვის/წინადადების/მონაკვეთის უკეთ გასაგებად უბრუნდება წაკითხულს; კონტექსტზე დაყრდნობით ცდილობს ამოიცნოს უცნობი სიტყვის მნიშვნელობა ან მიმართავს .
ბუნ.I.1.
მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და კვლევითი
უნარ-ჩვევების დემონსტრირება
ბუნ.I.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს შეგრძნების
ორგანოების მნიშვნელობის გაცნობიერება.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე
ამოიცნობს,აღწერს და ახარისხებს სხეულებს ან/მოვლენებს ილუსტრაციაზე ან
რეალობაში,ამოიცნობს,აღწერს ნაცნობი სხეულის თვისებებს.
|
||
სასწავლო რესურსები
|
სასწავლო რესურსები : მოსწავლის წიგნი,
დაფა, ცარცი, სახატავი ფურცლები, სურათები, თვალსაჩინოება, კომპიუტერი.ელექტრონული
რესურსი. სახელმძღვანელო ქართული ენა და ლიტერატურა
პირველი კლასი.გამომც აიმც, ნ.სახეჩიძე,ნ.ხაჭვანი
ბუნება- პირველი კლასი - მაია ლევიძე, გიორგი კვანტალიანი.
|
||
კლასის
ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
მთელი კლასი, ინდივიდუალური,წყვილები
|
||
წინარე ცოდნა
|
ცნობისმოყვარე კითხვები
:
1.გყავთ სახლში შინაური ცხოველები?
2.როგორ ზრუნავთ მასზე?
3.გავიხსენოთ მოთხრობა
იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა,,მოუსვენარი სტუმარი“.
|
||
გაკვეთილის
მსვლელობა
|
N1
|
აქტივობა
|
დრო
|
1
|
ორგანიზაციული საკითხების მოგვარება:
მივესალმები მოსწავლეებს,
გავაცნობ
გაკვეთილის თემას, მიზანსა და შეფასების
რუბრიკას .
შევახსენებ ქცევის წესებს
|
2 წთ
|
|
2
|
წინარე ცოდნის გააქტიურება:
ცნობისმოყვარე კითხვები
:
1.გყავთ სახლში შინაური
ცხოველები?
2.როგორ ზრუნავთ მასზე?
3.რას იტყვით ძაღლზე?
4.რა ვიცით კატაზე?
.5გავიხსენოთ მოთხრობა
,,მოუსვენარი სტუმარი“.
6. რა შეცდომა დაუშვა
თამრიკომ?
7.რატომ უთხრა დედამ
თამრიკოს:,,ფისოს არ უყვარს ცელქი და მოუსვენარი სტუმარი“ ,კატებს მართლაც არ უყვართ
ცელქი და მოუსვენარი სტუმარი თუ თამრიკო მიახვედრა დანაშაულს?
|
5წთ
|
|
3
|
აქტივობა: ახალი მასალის
ახსნა . მოდით დავაკვირდეთ
სურათს. დავსვამ კითხვებს:
1.რატომ არის მობუზული ძაღლი?
2.როგორ ფიქრობთ ეს ძაღლი ბიჭისია თუ უპატრონოა?
3.ეს წყლიანი ვედრო ძაღლმა წააქცია?
წავუკითხავ შ
1 რამდენი პერსონაჟია მოთხრობაში?
2.როგორ მოექცა ნიკა ყურშას?
3.რატომ დაასხა წყალი მძინარე ყურშას?
4.რატომ აღარ ეკარებოდა იმ დღიდან ძაღლი ნიკას?
5.როგორ ახსნით ყურშას საქციელს:ეწყინა,გაბრაზდა თუ
არაფრად ჩააგდო ნიკას საქციელი?
6.როგორ ფიქრობთ ნანობს ნიკა?
7თქვენი აზრით ,ყურშა რომ არ გაბუტვოდა ნიკას,ნიკა
მიხვდებოდა თავის საქციელს?
8.როგორ ცდილობდა ნიკა ყურშას შემორიგებას?
9.რატომ წაჰყვა ყურშა ნიკას მდინარეზე?
10.სწორად მოიქცა ყურშა ქუდი რომ გამოუტანა?
11.რა შეიძლება ისწავლოს ადამიანმა ყურშასგან?
12.როგორ უნდა ვიზრუნოთ ,,ჩვენს ოთხფეხა მაწანწალა“
მეგობრებზე?
|
10წთ
|
|
4
|
აქტივობა: წავიკითხოთ ,გავაგრძელოთ სხვის მიერ დაწყებული კითხვა სათანადო ადგილიდან.
1.ვიპოვოთ წინადადებები რომელშიც
ბოლოში კითხვის ნიშანია.
2.იპოვე 3 წინადადება ,რომლის
ბოლოს წერტილია.
3.რა შემთხვევაში იყენებენ წერტილს
წერისას, კითხვისას თუ ზეპირი მეტყველებისას?
|
5წთ
|
|
5
|
შესვენება მუსიკისთანხლებით
|
2წთ
|
|
6
|
აქტივობა : შინაური ცხოველები.
დავაწყვილებ
მოსწავლეებს.მივცემ დავალებას წყვილებში:
დაათვალიერონ სურათები ,წაიკითხონ წარწერები ,იმსჯელონ და ცხოველები ჩასვან სათანადო
ადგილას.
პირველი წყვილი - დააჯგუფეთ:
1.
ცხოველები რომლებიც
ჭამენ ბალახს.
2.
ცხოველები რომლების
ჯამენ ხორცს.
მეორე წყვილი- დააჯგუფეთ:
1.ცხოველები.რომლებსაც აქვთ ბრჭყალები.
2.ცხოველები,რომლებსაც აქვთ ჩლიქები.
მესამე წყვილი-დაჯგუფეთ
1.ცხოველები ,რომლებსაც იყენებენ ტვირთის გადასატანად.
2.რომელი ცხოველი გვაძლევს რძეს?
|
5წთ
|
|
7
|
შეჯამება;რა ვისწავლეთ და რა მოგვეწონა ყველაზე მეტად?
ადამიანი ბავშვობის ასაკიდანვე უნდა ზრუნავდეს გარემომცელ
სამყაროზე.მას უნდა ესმოდეს,რომ სიყვარული და გაფრთხილება სჭირდება არა მარტო ადამიანებს,არამედ
ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც,უნდა ვიზრუნოთ ,,მაწანწალა მეგობრებზე“, როგორც ოჯახში
მყოფ ოთხფეხა სულიერ არსებებზე.
|
2წთ
|
|
8
|
შეფასება.
კლასს/მოსწავლეს
მივსცემ განმავითარებელ შეფასებას. მოსწავლეები
მოახდენენ თვითშეფასებას. მივცემ საშინაო დავალებას სათანადო ინსტრუქციით .
|
4წთ
|
შეფასების
რუბრიკა
მოსწავლის სახელი და
გვარი
|
შეფასების
კრიტერიუმები
|
|
კითხულობს გამართულად,პასუხობს
შეკითხვებს,შეუძლია მონაცემების დახარისხება, მსჯელობს შინაურ ცხოველებზე და მათ დაცვაზე.
|
თითქმის ყოველთვის
კითხულობს გამართულად,პასუხობს შეკითხვებს,ზოგჯერ შეუძლია მონაცემების დახარისხება.უჭირს
მსჯელობა შინაურ ცხოველებზე და მათ დაცვაზე.
|
|
1.ბაციკაძე დავითი
|
||
2.ბარამაშვილი ანი
|
||
3.ბარამაშვილი ბარბარე
|
||
4.ბარამაშვილი თეკლა
|
||
5.მუზალაძე გიორგი
|
||
6.გრძელიშვილი თაკო
|
||
თვითშეფასება
ტექსტს ვკითხულობ გამართულად. თავისუფლად გადმოვცემ წაკითხულს .
არ მიჭირს კითხვებზე პასუხის გაცემა. ყველა პერსონაჟს ვახასიათებ თავისუფლად. ვმსჯელობ შინაურ ცხოველებსა და მათ დაცვაზე.
ტექსტს თითქმის ყოველთვის ვკითხულობ გამართულად. ზოგჯერ მიჭირს წაკითხულის
გადმოცემა . ყოველთვის არ მაქვს პასუხი კითხვებზე. ყველა პერსონაჟის დახასიათებას ვერ ვახერხებ. მიჭირს მსჯელობა შინაურ ცხოველებსა
და მათ დაცვაზე.
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
2019 წლის
24 მაისს პირველ კლასში ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურასა და ბუნებაში.გაკვეთილის თემა იყო
აკაკი ართილაყვას მოთხრობა ,,ნიკა და ყურშა“.სიით ირიცხება 6 მოსწავლე , ექვსივე მოსწავლე
ესწრებოდა,კლასში არ გვყავს სსსმ მოსწავლე.
აღნიშნული გაკვეთილი დავგეგმე ეროვნული სასწავლო
გეგმის მოთხოვნების შესაბამისად. სახელმძღვანელოში ქართული ენის და ლიტერატურის და ბუნების მოცემული მასალის მიხედვით. გაკვეთილის გეგმა შეესაბამება ქართული ენისა და ლიტერატურის და ბუნების პირველი კლასის საგნობრივ პროგრამას, გაკვეთილის მიზანი გამომდინარეობს
ესგ-ის კონკრეტული თავისთვის განსაზღრული ინდიკატორებიდან.
გაკვეთილების დაგეგმვისას, ყოველთვის ვითვალისწინებ ასაკობრივ შესაძლებლობებს, ამიტომ ვცდილობ საგანთა ინტეგრაცია გაკვეთილებზე მათთვის სახალისო და აუცილებელი გახდეს, აუცილებლია დაინახონ მოსწავლეებმა ინტეგრაციის აუცილებლობა. ამისათვის გაკვეთილის დაგეგმვისას ვცდილობ პარალელურად შევქმნა ისეთი დამატებითი სასწავლო რესურსები, რომელიც დაეხმარება სწავლა-სწავლების პროცესი მოსწავლეებისათვის იყოს სახალისო და თან შედეგზე ორიენტირებული. ამავე დროს ასეთი ტიპის გაკვეთილი უნდა იყოს საინტერესო არა მხოლოდ მოსწავლეებისათვის, არამედ უნდა ეხმარებოდეს დამწყებ მასწავლებელს, უკეთ დაინახოს რამდენად მნიშვნელოვანია საგაკვეთილო ინტეგრაცია სწავლების პროცესში.
აღნიშნული გაკვეთილის ჩატარება აქტუალურია იმ კუთხითაც, რომ მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ შემდეგი დამოკიდებულებები/ღირებულებები:
·
მოსწავლეებს გაუღვივდებათ პატივისცემა ცხოველების მიმართ;
·
მოსწავლეები მოერიდებიან ცხოველებისადმი უდიერ, შეუბრალებელ,შეურაცხმყოფელ მოპყრობას;
მოსწავლეებს გაუჩნდებათ პოზიტიური, მზრუნველობითი დამოკიდებულება ცხოველების მიმართ;
გაკვეთილის მიმდინარეობისას გამოვიყენე სასწავლო რესურსები : მოსწავლი წიგნი,
დაფა, ცარცი, სახატავი ფურცლები, ფორმატის ფურცლები, სურათები, თვალსაჩინოება( ხის მასალისაგან დამზადებული ძაღლის საცხოვრებელი),
კომპიუტერი,ელექტრონული რესურსი. სახელმძღვანელო
ქართული ენა და ლიტერატურა
პირველი კლასი.გამომც
აიმც, ნ.სახეჩიძე,ნ.ხაჭვანი
ბუნება- პირველი
კლასი - მაია ლევიძე, გიორგი კვანტალიანი.
ორგანიზაციული საკითხების
მოგვარების შემდეგ
მოტივაციის
ამაღლების მიზნით წინარე ცოდნის გასააქტიურებლად გამოვიყენე ცნობისმოყვარე
კითხვები,რომლითაც გავიგე ჰყავდათ თუ არა სახლში შინაური ცხოველები,როგორ
ზრუნავდნენ მათზე,რა იცოდნენ ძაღლზე,კატაზე და ვთხოვე ესაუბრათ არის თუ არა
დანაშაული ცხოველებს თუ უდიერად მოვექცევით? მოსწავლეებმა გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა,, მოუსვენარი
სტუმარი“ და ისაუბრეს ცხოველების მიმართ
უდიერ მოპყრობაზე.
ახალი მასალის ახსნამდე მოსწავლეები
დააკვირდნენ სურათს და გამოთქვეს ვარაუდები , შემდეგ წავუკითხე ტექსტი ,, ნიკა და ყურშა“ ნელა, შესაბამისი ინტონაციით. ავხსენი მათთვის უცხო სიტყვები. კითხვის დასრულების შემდეგ კითხვებით შევამოწმე მოსმენილი
როგორ დაიმახსოვრეს. გაკვეთილის მსვლელობისას ვიყენებდი ელექტრონულ რესურსს.
ტექსტი ჯერ ერთ მოსწავლეს წავაკითხე,მოსწავლემ საოცარი
გამომეტყველებით და ემოციით წაიკითხა ტექსტი,შემდეგ
კი გაგრძელებით სხვის მიერ დაწყებული კითხვა გააგრძელეს სათანადო ადგილიდან,მოსწავლეებმა
მოძებნეს კითხვითი წინადადება,3 თხრობითი წინადადება და განმარტეს რა შემთხვევაში იყენებენ წერტილს
წერისას, კითხვისას თუ ზეპირი მეტყველებისას?
მოსწავლეების გამხნევების მიზნით
მოვაწყე შესვენება გამოცანებისა და მუსიკის თანხლებით.
მოსწავლეებმა დაასახელეს შინაური ცხოველები,და განმარტეს
რატომ ვუწოდებთ მათ შინაურ ცხოველებს.,შემდეგ დავაწყვილე მოსწავლეები.მივეცი დავალება
წყვილებში: დაეთვალიერებინათ სურათები ,წაეკითხათ წარწერები ,ემსჯელათ და ცხოველები
ჩაესვანთ სათანადო ადგილას.
1.
პირველი წყვილი
- დააჯგუფეთ:ცხოველები რომლებიც ჭამენ ბალახს.
2.
ცხოველები რომლების ჯამენ
ხორცს.
მეორე წყვილი- დააჯგუფეთ:
1.ცხოველები.რომლებსაც აქვთ ბრჭყალები.
2.ცხოველები,რომლებსაც აქვთ ჩლიქები.
მესამე წყვილი-დაჯგუფეთ
1.ცხოველები ,რომლებსაც იყენებენ ტვირთის გადასატანად.
2.რომელი ცხოველი გვაძლევს რძეს?
გავაკეთეთ პრეზენტაცია.
შევაჯამეთ გაკვეთილი:
ბავშვებმა ჩემთან ერთად აღნიშნეს,რომადამიანი
ბავშვობის ასაკიდანვე უნდა ზრუნავდეს გარემომცელ სამყაროზე.მას უნდა ესმოდეს,რომ სიყვარული
და გაფრთხილება სჭირდება არა მარტო ადამიანებს,არამედ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც,უნდა
ვიზრუნოთ ,,მაწანწალა მეგობრებზე“, როგორც ოჯახში მყოფ ოთხფეხა სულიერ არსებებზე.
გაკვეთილის ბოლოს
შევაფასე თითოეული მოსწავლე დადებითად,განმავითარებელი კომენტარებით,შეფასების რუბრიკით
გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმებით.
მოსწავლეებმა მოახდინეს
თვითშეფასება,მათ აღნიშნეს რომტექსტს კითხულობენ გამართულად. თავისუფლად გადმოსცემენ წაკითხულს .
არ უჭირთ კითხვებზე პასუხის გაცემა. ყველა პერსონაჟს ახასიათებენ თავისუფლად. მსჯელობენ
შინაურ ცხოველებსა და მათ დაცვაზე.
მივეცი საშინაო
დავალება სათანადო მითითებით.
გაკვეთილი წარიმართა
გეგმით გათვალისწინებული აქტივობებით არ დამჭირდა მისი მოდიფიცირება. გაკვეთილი მეტად
ხალისიანად მიმდინარეობდა. მასალის გადაცემის
ფორმა ისე შევარჩიე,რომ გაადვილებულიყო მისი აღქმა-გაგება,მოყვანილი მაგალითები შევუსაბამე გაკვეთილის თემას და
მიზანს. გამოყენებული ლექსიკა
მოვარგე მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებს.
ყველაზე წარმატებული იყო მოსწავლეთა თვითშეფასება. ერთმა მოსწავლემ აღნიშნა რომ თუ შეიძლება მესამედაც ჩავატაროთ მასწავლებელო
ასეთი ტიპის გაკვეთილი.
გავითვალისწინე საგანთაშორისი ინტეგრირება, ინტეგრირებული
საგნების ესგ-ით განსაზღვრული შედეგები და ვფიქრობ გაკვეთილის მიმდინარეობამ ხელი შეუწყო ამ შედეგების სრულად მიღწევას .მოსწავლეები
ავლენენ საკითხის/საკითხების მრავალმხრივი გააზრების უნარს.
რა
შეიცვლება თქვენი და თქვენი კოლეგების პედაგოგიურ პრაქტიკაში ამ გაკვეთილის ჩატარებით?
ამ გაკვეთლის ჩატარებით ჩემი და კოლეგების პრაქტიკაში უკეთესობისაკენ შეიცვალა პედაგოგიური ოსტატობა, გავხდით უფრო თავდაჯერებულები, გაგვიმყარდა რწმენა იმისა, რომ ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარებაში დაუძლეველი არაფერია და შევძლებთ პერიოდულად მსგავსი გაკვეთილების დაგეგმვას და ჩატარებას დიდი ხალისითა და ინტერესით.
სასწავლო პროცესის კონკრეტულად რა მხარეების განვითარებას/პრობლემების დაძლევას შეუწყობს ხელს და როგორ, ჩატარებული გაკვეთილი?
დაწყებით საფეხურზე მნიშვნელოვანია მოზარდის გონებრივ შესაძლებლობებზე მისადაგებული ისეთი აქტივობები, რაც ზრდის მოსწავლეთა შინაგან მოტივაციას, მაღალი შინაგანი მოტივაცია კი თავის მხრივ, მოსწავლეში ზრდის ქმედითუნარიანობას
და ხელს უწყობს წარმატებულ სწავლას. გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები მოსწავლეს უყალიბებს შემოქმედებითობის განვითარებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია კონსტრუქტივისტული საკლასო გარემოს შესაქმნელად.
რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
გაკვეთილის ყველა აქტივობა დროში მქონდა გაწერილი, და განვახორცილე გეგმის მიხედვით, არ გამხდარა საჭირო მოდიფიცირება. გამომდინარე აქედან ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად.
რომელ კომპონენტში იყო გაკვეთილი ყველაზე წარმატებული და რატომ?
ყველაზე კარგი მეთოდი სწავლებაში არის სწავლა - კეთებით და მიმაჩნია რომ, გაკვეთილი ყველაზე წარმატებული სწორედ იმ ფაზაში იყო, როდესაც მოსწავლეები წყვილებში მუშაობდენ შეთანხმებულად, შექმნეს ძალიან ლამაზი რესურსები.
რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებისას უფრო
მშვიდად ვიქნები და ურთიერთშეფასებას მეტ დროს დავუთმობ.
პირველი
კლასის მასწავლებელი ნონა მინდიაშვილი.
Комментариев нет:
Отправить комментарий